მოწვევა განაცხადების მისაღებად

20 თებერვალი 2014

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის კუთხით, რაც მათ დაეხმარება, როგორც საკუთარი ისე გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებაში. ოპერაციული და საგრანტო პროგრამების მეშვეობით, ფონდი ეხმარება მოქალაქეებს ჩაერთონ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა მოახდინონ ძირეული და მდგრადი დადებითი ცვლილებები ადგილობრივ, რეგიონულ და საერთო ეროვნულ დონეზე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდამჭერები არიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკომისია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, და სხვა სახელმწიფო და კერძო დონორები.

პროექტი „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ შესახებ:

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის უფასო იურიდიულ დახმარების გაწევა განხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია მოქალაქეთა გააქტიურება სურსათის უვნებლობის სფეროში მომხმარებლის უფლებების დასაცავად. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს სასურსათო ბაზრის მონიტორინგი და სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმებები. ყოველწლიურად შეისწავლება სახელმწიფოს საქმიანობა სურსათის უვნებლობის რეგულირებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით. მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება მასმედიის საშუალებით და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარდება საჯარო განხილვები. მომხმარებლებს გაეწევათ უსასყიდლო იურიდიული დახმარება და სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში - საადვოკატო მომსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის გაფართოებაში და ხელისუფლების წინაშე საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებაში. პროექტის კიდევ ერთი მიმართულებაა დიალოგის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სურსათის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რათა რეფორმის პროცესში მხედველობაში იყოს მიღებული მეწარმეთა ლეგიტიმური ინტერესები.

მომსახურების აღწერა:

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი პროექტის ფარგლებში ეძებს საქართველოს რეგიონებში მოღვაწე 10 ადვოკატს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში რეგიონის მოსახლეობას იურიდიულ დახმარებას გაუწევენ. შერჩეული ადვოკატების ძირითადი მოვალეობა იქნება თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მომხმარებლებისათვის იურიდიული დახმარებისა და სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების გაწევა. ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ანაზღაურების ზღვრული თანხაა 2,600 ლარი ერთი წლის განმავლობაში.

განმცხადებელი უნდა იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სამართლის სპეციალიზაციით.

მოვალეობები:

  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა მომხმარებლებისათვის და იურიდიული საბუთების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მეორე მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენა;
  • სასამართლოებში კლიენტისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევა;
  • გაწეული მომსახურების თაობაზე დადგენილი წესით სტატისტიკის წარმოება;
  • დადგენილი წესით ანგარიშგება ფონდის წინაშე;
  • პროექტიდან და კონკრეტული საქმიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
  • ჩაბარებული ჰქონდეს ტესტირება საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება სურსათის სფეროში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს უნდა წარუდგინონ CV და სამოტივაციო წერილი რომელშიც აღწერილი იქნება კანდიდატის კვალიფიკაცია, ინტერესი და გამოცდილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში.

განაცხადები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე lberdzuli@epfound.ge. გთხოვთ, ელფოსტის საგნის ველში მიუთითოთ „იურიდიული დახმარება მომხმარებლებს.“

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2014 წლის 7 მარტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი